Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ხშირად ჩვენი კომპიუტერული სისტემა გვატყობინებს, რომ ანტი – ვირუსს განახლება სჭირდება. მაგრამ ახლა კომპიუტერული უსაფრთხოების კომპანია ქმნის ახალ უსაფრთხოების სისტემას Wi-Fi – ს როუტერისთვის.

მოწყობილობა შეიქმნა იმისთვის, რომ ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნიკა უსაფრთხო გახდეს და საფრთხე, რომელიც ჰაკერებისგან ელოდება მინიმუმამდე შემცირდეს.

რატომ უნდა ზრუნავდე იმაზე, რომ კამერები რომლებიც ინტერნეტზე მიერთებულ ტექნიკაზეა მოთავსებული უსაფრთხო იყოს? იმიტომ, რომ ჰაკერებს შეუძლიათ კამერების ,,გატეხვა” და ნებისმიერ ვითარებაში თქვენი ოფისიდან ან სახლიდან ჩანაწერების განხორციელება. ანტივირუსის შემქმნელი ორგანიზაციის Norton – ის მიხედვით, რუსული ვებ გვერდი ახლაც კი ახორციელებს ჩანაწერების გაკეთებას 1000 -ზე მეტი ადამიანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან.

Norton Core – ს იმის განსაზღვრაც შეუძლია, სჭირდება თუ არა მოწყობილობის დამცავ საშუალებას განახლება. მაგალითად თუ Core  ხედავს, რომ თქვენი თერმოსტატს არ აქვს გაშვებული განახლებული ვერსია, Core შეწყვეტს მოწყობილობის როუტერთან კავშირს და სხვა მოწყობილობებთან მის იზოლირებას მოახდენს.

ეს სიახლე არცერთმა მომხმარებელმა არ უნდა გამოტოვოს. კარგად გვახსოვს, ბოლო დროს განხორციელებული შეტევები ე.წ. ,,ჭკვიან” მოწყობილობებზე. მსგავსი შეტევების ,,მსხვერპლი” ისეთი დიდი კომპანიებიც გამხდარან, როგორიცაა Netflix, Reddit, Spotify, Tumblr და Twitter – ი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.